ბაქოს სასამართლომ ბაჰრუზ სამადოვი კარცერში დატოვა

ბაქოშირაიონულმა სასამართლომ პოლიტოლოგ ბაჰრუზ სამადოვის საჩივარი მისი კარცერში მოთავსების შესახებ განხილვის გარეშე დატოვა. როგორც „კავკაზსკი უზელს“ აქტივისტმა ამრახ თახმაზოვმა განუცხადა, სასამართლომ განმარტა, რომ მსგავსი ტიპის დავა საერთო სამართალწარმოების სასამართლოების უფლებამოსილებაში არ შედის და საჩივარი ბაქოს ადმინისტრაციულ სასამართლოს უნდა წარედგინოს.
თახმაზოვის თქმით, სამადოვი პირველად 5 დღით მოათავსეს საკარცეროში, მოგვიანებით კი სანქცია ერთთვიან ვადად გაუგრძელეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ თავად სამადოვი და მისი ადვოკატი ზიბვიდა სადიგოვა.
ზიბვიდა სადიგოვას თქმით, სამადოვის საკარცეროში მოთავსება დაუსაბუთებელია და დაცვის მხარე წინააღმდეგია რეჟიმის გამკაცრების.
29 წლის პოლიტოლოგი და ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტის დოქტორანტი ბახრუზ სამედოვი ბაქოს სასამართლომ სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით 15 წლით დააპატიმრა. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სამედოვი სასჯელაღსრულების დაწესებულების სამარტოო საკანში იმყოფება. მისი ბებია მივიდა კოლონია №11-ში, მაგრამ უთხრეს, რომ 25 ოქტომბრამდე მისი ნახვა შეუძლებელი იყო. სამედოვი 2024 წლის 21 აგვისტოს დააკავეს, როდესაც არდადეგებზე აზერბაიჯანში ჩავიდა. გამოძიების ვერსიით, იგი სომხეთის წარმომადგენელთა დავალებით წერილებს წერდა და თარგმნიდა. ბრალდება ეფუძნებოდა სამედოვის მიმოწერას სომხეთის სამ მოქალაქე ქალთან. თავად სამედოვი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას. ის ცნობილია აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკით, რომელსაც უცხოურ მედიაში ავრცელებდა. მისი დაცვის მხარის თქმით, დაპატიმრების რეალური მიზეზი იყო მისი „ანტისაომარი შეხედულებები“.