ბაქოს ოქსფორდის სკოლა სახელმწიფოს საკუთრება გახდა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ცნობილი კერძო სკოლა, ბაქოს ოქსფორდის სკოლა, რომელიც ბადამდარში მდებარეობს, სახელმწიფოს საკუთრება გახდა.
სკოლის შენობის ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს განაჩენი ცოტა ხნის წინ აღსრულდა. იგი 24.700 მილიონ მანეთად იყო შეფასებული. თუმცა სკოლა ამჟამად იმავე შენობაში ფუნქციონირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი რასიმ მამედოვის მეუღლე, მეჰრიბან მამედოვაა.
აღსანიშნავია, რომ მამედოვას მეუღლეს, ბაქოს ფოლადის კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს, რასიმ მამედოვს კორუფციული დანაშაულისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მის სისხლის სამართლის საქმეში აღნიშნულია, რომ ბაქოს ოქსფორდის სკოლა აშენდა დანაშაულის შედეგად მიღებული ფულით. ამასთან დაკავშირებით, ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოს გადაწყვეტილებით, სკოლის შენობა ჩამოერთვა.