ბაქოს მახლობლად აეროპორტი აშენდება

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აეროპორტი ფუნქციონირებას სავარაუდოდ 2026 წლის პირველ კვარტალში დაიწყებს.
დაგეგმილია, რომ აეროპორტის ტვირთის წლიური გამტარუნარიანობა თავდაპირველად 500 000 ტონამდე იქნება, ხოლო შემდეგ 1,5 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
აეროპორტი უპირველეს ყოვლისა თავისუფალ ზონაში მოქმედი საწარმოებისთვის ტვირთების საჰაერო გადაზიდვას უზრუნველყოფს, ასევე მოემსახურება სხვა პირებს.