„ბაქოსა და ერევანს შორის სატრანზიტო გზები რეალურად ამყარებს მშვიდობას რეგიონში“

კონფლიქტებისა და რეგიონული უსაფრთხოების ექსპერტი ოლესია ვართანიანი აფასებს ს განცხადებას, რომლის მიხედვითაც სომხეთი მზად არის უახლოეს პერიოდში უზრუნველყოს თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან მომავალი ტვირთების ტრანზიტი თავისი ტერიტორიით. ვართანიანი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ სიმბოლური ჟესტი არ არის – ის შესაძლოა იქცეს მნიშვნელოვან ეტაპად მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე, რომელსაც ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებიც ამყარებს.
როგორ აფასებ ფაშინიანის განცხადებას, რომ სომხეთი უკვე დღეს მზად არის უზრუნველყოს ტვირთების ტრანზიტი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის თავისი ტერიტორიით? შეიძლება ითქვას, რომ ეს ბაქოსა და ერევანს შორის კომუნიკაციების ფაქტობრივი გახსნისკენ გადადგმული ნაბიჯია, თუ ჯერჯერობით უფრო სიმბოლური ჟესტია?
ეს სთვის ახალი პოზიცია არ არის. სომხეთი უკვე 30 წელზე მეტია დახურული საზღვრების პირობებში ცხოვრობს. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო ის აზერბაიჯანსა და თურქეთის მხრიდან იზოლაციაში აღმოჩნდა, რამაც იგი რეგიონული ენერგო-სატრანსპორტო და სავაჭრო პროექტების მიღმა დატოვა. მთელი ეს წლები სომხეთი სხვადასხვა გზითა და არგუმენტით ცდილობდა „რუკაზე დაბრუნებას“, რათა ეკონომიკური სარგებელი მიეღო. ვაშინგტონში ახლახან მიღწეული შეთანხმებები მას ასეთ შესაძლებლობას აძლევს, თუმცა სრული შედეგი ჯერ არაა გარანტირებული.
ამასთან დაკავშირებით ბოლო განცხადებები, რომ აზერბაიჯანი სომხეთისთვის განკუთვნილ ტვირთებს თავის ტერიტორიაზე ატარებს და სომხეთი მზადაა აზერბაიჯანისთვის არსებული გზები გამოიყენოს – ყველაფერი ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს იმედს აძლიერებს, რომ ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებები რეალურად იმუშავებს, რაც რეგიონში მეტ სტაბილურობას, ვაჭრობასა და თანამშრომლობას მოიტანს.
რამდენად რეალურია ეს პრაქტიკაში?
თეორიულად ეს შესაძლებელი და განხორციელებადი პროცესია. სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ სავსებით ფუნქციური საბაჟო და სასაზღვრო სამსახურები, რომლებიც მაინც შეძლებდნენ ტრანზიტის უზრუნველყოფას. პირველი ტვირთები არის მეზობელი ქვეყნებიდან, სა და ყაზახეთიდან შემოსული ხორბალი, რომლებიც სომხეთთან ერთ ეკონომიკურ გაერთიანებაში იმყოფებიან და ერთიან დოკუმენტაციას იყენებენ.
ამ მხრივ ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა შედარებით მარტივია, რადგან აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს პირდაპირ არ მოუწევთ სომხურ დოკუმენტაციასთან და კოლეგებთან მუშაობა. თუ პროცესმა უფრო ფართო მასშტაბი შეიძინა ან ორმხრივ ფორმატამდე მივიდა, შესაძლოა დამატებითი საკითხები გაჩნდეს. მაგრამ პრინციპში, ისინიც გადაიჭრება, თუ მხარეების პოლიტიკური ნება იქნება.
შენი აზრით, რა სარგებელს მიიღებს სომხეთი ამ მარშრუტის ამოქმედებით და არსებობს თუ არა მისთვის რისკები – ეკონომიკური ან პოლიტიკური?
სომხეთისთვის მიმდინარე პროცესები უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს ამცირებს მის დამოკიდებულებას არსებულ მარშრუტებსა და პარტნიორებზე. ახლა მისი ყველა გზა საქართველოსა და ირანზე გადის და რუსეთთან ვაჭრობაზეა მიბმული. თუ სომხეთს ტრანზიტის უზრუნველყოფა აზერბაიჯანის მიმართულებით შეუძლია, ეს მას შუა აზიისა და ახლო აღმოსავლეთისკენ უფრო მოკლე მარშრუტებს უხსნის.
ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, თურქეთთან საზღვრის გახსნა იქნებოდა, რადგან ეს სომხეთს თურქეთის პორტებთან პირდაპირ კავშირს მისცემდა. გარდა ამისა, თურქეთი ევროპის სავაჭრო ნორმებს იყენებს, რაც სომხეთს ევროპულ ბაზართან დაახლოების შესაძლებლობას მისცემდა.
პოლიტიკური თვალსაზრისით, ასეთი „გახსნა“ სომხეთს მეტ სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიას აძლევს. ბოლო წლების განმავლობაში, მთიანი ყარაბაღის ომში დამარცხების შემდეგ, სომხეთი მუდმივად ექვსთვიან ჰორიზონტში ცხოვრობდა და ახალი ომის დაწყების ალბათობას ატარებდა. ახლა მას უფრო დიდი იმედი აქვს, რომ უახლოეს ორი-სამ წელიწადში ახალი ომი არ დაიწყება ვაშინგტონის შეთანხმებების წყალობით. უფრო მეტიც, მას ეძლევა შანსი, რომ ახალი ურთიერთობები და პარტნიორობა ჩამოაყალიბოს, რაც შესაძლოა სრულ შერიგებასა და ქვეყნის „მსოფლიო რუკაზე დაბრუნებას“ შეუწყოს ხელი.
როგორ ფიქრობ, როგორ აღიქვამენ აზერბაიჯანში ფაშინიანის ამ „სარკისებურ ნაბიჯს“ ბაქოს მხრიდან ტრანზიტის შეზღუდვების მოხსნის საპასუხოდ?
ბაქოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია ვაშინგტონთან ურთიერთობების რესტარტის გაგრძელება. ამ შემთხვევაში შეუძლებელია, ჯერ მშვიდობაზე განაცხადო და შემდეგ თანამშრომლობის შეთავაზებებს კარები მიუხურო. თუმცა აზერბაიჯანისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები მისი მიდგომებისა და ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარეობდეს – ასე ვთქვათ, ბაქოს რიტორიკის, პრიორიტეტებისა და ინტერესების ჩარჩოში.
ამიტომ, პრინციპში, პროცესების უფრო სტაბილური მშვიდობისკენ და ფართო თანამშრომლობისკენ სვლა რეალურია. მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ისეთი ფორმით, რომელიც ბაქოსთვის მისაღები იქნება.
შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ნაბიჯები რეალურად აძლიერებს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, თუ ამის თქმა ჯერ ადრეა?
ეს ასეა. ეს ნაბიჯები ვაშინგტონის შეთანხმებების ფონზე ხდება და ლიდერების განცხადებებს ამყარებს. მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი გვაჩვენებს, რომ ურთიერთობების დამყარება ათწლეულების განმავლობაში არსებული ომებისა და კონფლიქტების შემდეგაც კი ნამდვილად შესაძლებელია.
ჩემი აზრით, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი ამბავია არა მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, არც მხოლოდ სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ზოგადად ჩვენი დროისთვის. სამწუხაროდ, მსოფლიოში ასე ხანგრძლივი და ღრმა კონფლიქტების ბედნიერი დასასრულის ისტორიები არც თუ ისე ბევრია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ერთადერთი, ვინც „ოცნების“ ნაბიჯებს დადებითად აფასებს, რუსეთია, პროტესტს კი შარშან უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, საზოგადოება ქუჩაში ბრძოლის გაგრძელების რესურსს ვეღარ ხედავს – დღეს, „ოცნება“ გაძლიერებულია