“ბაქომ უარი თქვა ლუკოილის ნავთობის დამუშავებაზე აშშ-ის სანქციების შემდეგ” – ზურაბ ფარჯიანი
დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:
საერთაშორისო ამბებიდან:
● ბაქოს პორტმა უარი თქვა ლუკოილის ნავთობის დამუშავებაზე აშშ-ის სანქციების შემდეგ;
“ლუკოილი” შეწყვეტს ტვირთების გადაზიდვას ბაქოს პორტში და ტვირთს გადაამისამართებს მახაჩკალაში. იქიდან ნავთობი მილსადენით გადაიტუმბება ნოვოროსიისკში, შემდეგ კი ტანკერებით ექსპორტირდება.
● აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიიღო ნატო-ს დელეგაცია და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმია ნატოს სტანდარტებზე გადავა (მოკითხვა ნატო-ს გაფართოების მოწინააღმდეგეებს);
● ამერიკაში ცენტრალური აზიის რესპუბლიკების “პარადია”, რომლის ფარგლებშიც ყაზახეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს კრიტიკული მინერალების საკითხებში.
ჩვენთვის კონკრეტულად სასიხარულო შეიძლება არაფერი იყოს, ამ მომენტში, თუმცა საერთო ჯამში, ეს ყველაფერი მაინც პოზიტიურია. პ.ს. მესმის რომ ხალხის დაინტერესება დიდია, მაგრამ ამ ეტაპზე ზარი არ იქნებაო. ბატონი ყაველაშვილის მოუცლელობის გამო – განა ტრამპს ჰკიდია და რამე.




