ბაუმერის აკადემია საინჟინრო სისტემების ინსტალაციისა და სერვისის მომწოდებელი კომპანია “ბაუმერის” არაკომერციული პროექტია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ინჟინერ-ტექნოკოსთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შეიქმნა. აკადემიის მისიაა, საინჟინრო მიმართულების სიღრმისეული ცოდნის გადაცემით დაეხმაროს კომპანიებს გააუმჯობესონ სერვისები და ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას.
“თავდაპირველად ბაუმერის აკადემიის მიზანი იყო საკუთარი თანამშრომლების გადამზადება, და კვალიფიკაციის ამაღლება, რომელიც ითვალისწინებდა ქართველი თუ უცხოელი სპეციალისტების მოწვევას, და მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. საინჟინრო მიმართულებით კადრების დეფიციტიდან გამომდინარე და პარტნიორი კომპანიების დაინტერესების შემდეგ მივხვდით, რომ შეგვეძლო აგვეღო სოციალური პასუხისმგებლობა და აკადემიის პროგრამები ხელმისაწვდომი გაგვეხადა ნებისმიერი პირისთვის ვისაც სურვილი აქვს განვითარდეს საინჟინრო მიმართულებით“- აცხადებს ბაუმერის აკადემიის ხელმძღვანელი ნინი გვარაძე.
დღეისათვის ბაუმერის აკადემიაში ხელმისაწვდომია MEP მიმართულების პროგრამები, როგორიცაა MEP საინჟინრო სისტემების მოკლე კურსი, ელექტრული სისტემების შემსწავლელი კურსი, კონდიციონერების ექსპრეს-კურსი, სითბოსა და ტენის მოძრაობა შენობებში და სხვა.