ბატონ ალიზარდის, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჰქონდა ძალიან კარგი გამოსვლა. ობიექტურად ასახა ის ვითარება, რომელიც იყო საქართველოში არჩევნების დროს – არავის უჩნდება კითხვა, გაყალბდა, თუ არა

ბატონ ალიზარდის, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჰქონდა ძალიან კარგი გამოსვლა. ობიექტურად ასახა ის ვითარება, რომელიც იყო საქართველოში არჩევნების დროს – არავის უჩნდება კითხვა, გაყალბდა, თუ არა
პირდაპირ არ მოუთხოვია, მაგრამ თქვა, იქნებ, ვიმსჯელოთ იმაზე, რომ მაგალითად, საქართველოს დელეგაცია არ ჩამოვიდეს შემდეგ სხდომაზეო, რაზეც სხვა დელეგაციებისგან მკაფიო პასუხი მიიღო, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც მან ეუთოში გააკეთა.
მისი თქმით, უილსონმა საქართველოს საწინააღმდეგო განცხადება ეუთოში მუდმივ მოქმედ სხდომაზეც გააკეთა, თუმცა, მოწოდებაზე, საქართველო მომდევნო სხდომას არ დასწრებოდა, უარი მიიღო.
„პირდაპირ არ მოუთხოვია, მაგრამ თქვა, იქნებ, ვიმსჯელოთ იმაზე, რომ მაგალითად, საქართველოს დელეგაცია არ ჩამოვიდეს შემდეგ სხდომაზეო, რაზეც სხვა დელეგაციებისგან მკაფიო პასუხი მიიღო, რომ ეს არ არის ჯო უილსონის გადასაწყვეტი.
ბატონ ალიზარდის, როგორც საქართველოში მისიის ხელმძღვანელს, ჰქონდა ძალიან კარგი გამოსვლა. ძალიან ობიექტურად ასახა ის ვითარება, რომელიც იყო საქართველოში არჩევნების დროს და შესაბამისად, არავის უჩნდება კითხვა იმასთან დაკავშირებით, საქართველოში არჩევნები გაყალბდა, თუ არ გაყალბდა. 57 ქვეყნის 300-მდე დელეგატი იყო წარმოდგენილი და ერთადერთი ადამიანი, ვინც ორჯერ გამოვიდა სიტყვით და ორჯერვე მსგავსი სისულელეები ილაპარაკა, იყო ჯო უილსონი“, – აღნიშნა სამხარაძემ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დასრულდა. ქართულმა მხარემ ქვეყნის ყველა პრიორიტეტზე, არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოებაზე ისაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში