ბატონო პოლიტიკოსებო, ეგრე არ არის თქვენ რომ ჭრით და კერავთ! თქვენ კი გგონიათ, რომ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა, მაგრამ ყველაფერი არ მოსულა: გახარიას გუნდთან გაერთიანებას ვინც ფიქრობთ და მას მიუტევეთ “წარსულში ოპონენტობა”: აბა კითხეთ მაკო გომურს?- მიუტევა თვალის დაკარგვა? აბა ჰკითხეთ ბაჩანა შენგელიას: მიუტევა დედის მკვლელობა?! ია კერზაიაზე მაქვს საუბარი, ქალი შეაკვდა სამართლიანობისათვის ბრძოლას!….
კიდევ რამდენი სახელიანი თუ უსახელო გმირი ჰყავს ამ ბრძოლას!- რას ეუბნებით მათ?! ჩემს თვალში და ალბათ მარტო მე არ ვფიქრობ ასე:
მოღალატე და უნამუსო იქნება ყველა პოლიტიკოსი, ვინც ეს ხალხი პოლიტიკისათვის დროებით გამოიყენა და შემდეგ მიატოვა!….. არის უპატიებელი შეცდომები ცხოვრებაში და ფულის და თანამდებობის გამო ყველაფერი არ უნდა იკადრო!
