ბატონო ელჩო ერთხელ მაინც მიდით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე, მოუსმინეთ ადამიანთა ისტორიებს და დარწმუნდებით, რომ თქვენი მცდელობა ამაოა, ნაციონალი მოძრაობის რეინკარნაცია არასდროს მოხდება

ბატონო ელჩო ერთხელ მაინც მიდით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე, მოუსმინეთ ადამიანთა ისტორიებს და დარწმუნდებით, რომ თქვენი მცდელობა ამაოა, ნაციონალი მოძრაობის რეინკარნაცია არასდროს მოხდება
ყურადსაღებია, „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული წერილი, რომელშიც მოვლენათა ერთობლიობა ლოგიკური ჯაჭვით იკვრება და სურათის ერთიანობაში დანახვის საშუალებას იძლევა, საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის ელჩების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ გაცდა დიპლომატის მანდატს და ღიად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, რაც საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევა არის, ელჩებს შორის, საქართველოს მტრობაში ეჭვგარეშეა დაწინაურდა, რომელიც ზედმიწევნით ასრულებს პატრონების დავალებას და რიგ შემთხვევაში სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია მათე დავაძის და მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებები, ევროკავშირის ელჩი პოლიციელისთვის ხელკეტის დარტყმას და პოლიციელისთვის სახეში დარტყმას ამართლებს! აღნიშნული წარმოუდგენელი უგუნურება და შეურაცხყოფაა, რადგან იმავე დანაშაულისთვის ევროპის ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობა, უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს.
„ყურადსაღებია, „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული წერილი, რომელშიც მოვლენათა ერთობლიობა ლოგიკური ჯაჭვით იკვრება და სურათის ერთიანობაში დანახვის საშუალებას იძლევა, საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის ელჩების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ გაცდა დიპლომატის მანდატს და ღიად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, რაც საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევა არის, ელჩებს შორის, საქართველოს მტრობაში ეჭვგარეშეა დაწინაურდა, რომელიც ზედმიწევნით ასრულებს პატრონების დავალებას და რიგ შემთხვევაში სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს, არაფერს ვამბობ არაარგუმენტირებულ განცხადებებზე, რადგან ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
განსაკუთრებით აღმაშფოთებელია მათე დავაძის და მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებები, ევროკავშირის ელჩი პოლიციელისთვის ხელკეტის დარტყმას და პოლიციელისთვის სახეში დარტყმას ამართლებს! აღნიშნული წარმოუდგენელი უგუნურება და შეურაცხყოფაა, რადგან იმავე დანაშაულისთვის ევროპის ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობა, უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს. ცალსახაა, ბატონი პაველის მთავარ მიზანს, არა ევროკავშირი საქართველოს ურთიერთობის გაღრმავება და ერთმანეთთან დაახლოება, არამედ საქართველოს ხელისუფლების გაშავება და ოპოზიციის გაკეთილშობილება წარმოადგენს! ბატონო ელჩო ერთხელ მაინც მიდით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე, მოუსმინეთ ადამიანთა ისტორიებს და დარწმუნდებით, რომ თქვენი მცდელობა ამაოა, ნაციონალი მოძრაობის რეინკარნაცია არასდროს მოხდება.“ – წერს ჩიხელიძე.
Previous: პროგრესს ვაჩვენებდით, როგორც ფაქტს და იქიდან გვხვდებოდა განსხვავებული აღქმები – FARA-ს კანონის წყალობით, ნებისმიერს შეუძლია ნახოს, რამდენად ართულებდა ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა ლობიზმის საშუალებით, საელჩოს და სახელმწიფოს ფუნქციონირებას

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში