ელისო ბრეგვაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
პროტესტის 45-დღე. ადამიანის დასაცავად მოხვედრილ ხელსაც გავუძლებ , კედელზე მინარცხებასაც, მაგრამ შენ, ლაშა თავაძე მალე მოგიწევს მაგ მუნდირის გახდა !!! აქციაზე მიმავალი რუსთაველზე შევესწარი ახალგაზდა მამაკაცის დაკავების ფაქტს , რომელიც 5 პოლიციელს დაგდებული ყავდა ქვაფენილზე და ცემდა. დავინახე გოგონა ცდილობდა მამაკაცის დახმარებას და ხალხი ირეოდა. ვიკითხე, -რა ხდება რატომ აკავებთ? პასუხი პოლიციელიდან იყო,-შეგვაგინა და მაგიტომო, მაგრამ როგორი სახედაკარგულები, გავეშებულები ურტყამდნენ და ადებდნენ ხელბორკილს ეს უნდა გენახათ. ამ დროს შევნიშნე ბატონი პაატა ბურჭულაძეც ჩაერთო ახალგაზრდის დახმარებაში , თითქმის ერთდროულად დავიწყეთ მოქმედება, ბატონი პაატა თხოვდა, -მე მოგიხდით ბოდიშს და მოვახდევინებ ბოდიშს ოღონდ არ წაიყვანოთო, ანალოგიურს ვთხოვდი, დაგიჩოქებთ ისე მოგიხდით ბოდიშს ოღონდ გაუშვით, მაგრამ ამ დროს დამატებით მოვიდნენ სრულიად გამხეცებული პოლიციელები, ერთი ყველაზე კუნთმაგარი, ჯერ ბატონ პაატას დაეტაკა, შემდეგ მე ჩამარტყა, მომკიდა ხელი და გამისროლა. ასე მიმოფანტა სხვა მოქალაქეებიც და შეძლეს მსხვერპლის გატაცება.
ეს ვაიგმირი ომონი იყო ლაშა თავაძე!!!
როგორ მაინტერესებს, ამ ყველაფრის შემდეგ ოჯახის წევრებს რას ეუბნებით???
აუცილებლად დადგება თქვენი განკითხვის დღეც!!