“ბატონი პაატა ბურჭულაძის 50-ჯერ დაჯარიმება (250 ათასი ლარით) არის ადამიანის სისტემური პოლიტიკური დევნის ქრესტომათიული მაგალითი”

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე:
ბატონი პაატა ბურჭულაძის 50-ჯერ დაჯარიმება (250 ათასი ლარით) არის ადამიანის სისტემური პოლიტიკური დევნის ქრესტომათიული მაგალითი.
ადმინისტრაციული სამართლებრივი მექანიზმების შერჩევით გამოყენება – პიროვნების დასასჯელად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო.
პიროვნული დისკრიმინაციის და ანგარიშსწორების უხეში შემთხვევა;
ამით რეჟიმი ემუქრება თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით შეიძლება გახდეს მსგავსი შურისძიების ობიექტი.
ამას აქვს ადამიანის, როგორც ფინანსურად, ისე ფსიქოლოგიურად განადგურების ხასიათი და არღვევს სამართლიანობის ყველა პრინციპს – როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სტანდარტით.
სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენება არა დარღვევის აღკვეთის, არამედ ადამიანის წინააღმდეგ მიმართული კრიმინალური ანგარიშსწორების მიზნით.
ასეთი შემთხვევის უგულებელყოფა ან ჩვეულებრივად მიღება საშიში რეალობის დადგომის წინაპირობაა.

ასევე დაგაინტერესებთ

გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსის, გიორგი ჯანიკაშვილის განცხადებით, სამსახურებრივი ფორმა სისხლით დაესვარა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა თავის არეში ძლიერად მოხვდა, თუმცა „ტანსაცმელი სახლში მისვლის შემდეგ გარეცხა“