ბატონი ს პოზიცია აბსოლუტურად ლოგიკურია, არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე, ყველამ პატივი უნდა სცეს ოფიციალურ ეტიკეტს და ამის მიხედვით უნდა წარიმართოს ურთიერთობები

ბატონი ს პოზიცია აბსოლუტურად ლოგიკურია, არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე, ყველამ პატივი უნდა სცეს ოფიციალურ ეტიკეტს და ამის მიხედვით უნდა წარიმართოს ურთიერთობები
არის ოფიციალური სტრუქტურები, არიან თანამდებობის პირები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფორმატში გაიარონ კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არის აბსოლუტურად ლოგიკური, არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ბუდაპეშტში ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ელჩი დანიგანის შეხვედრასთან დაკავშირებით საელჩოს მიერ გავრცელებულ წერილს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ცნობილი იყო ამერიკული მხარისთვისაც.
„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავად განმარტა საკუთარი პოზიცია, რაც არის აბსოლუტურად ლოგიკური. ბუნებრივია, პირადი შანტაჟის ფონზე, მისი მხრიდან არ იქნებოდა სწორი, მიზანშეწონილი ასეთი შეხვედრის გამართვა. არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ეს პოზიცია, რომელიც ასევე ცნობილი იყო ამერიკული მხარისთვისაც და ჩვენ ძალიან გაგვიკვირდა, როდესაც მათ ამ საკითხთან დაკავშირებით გაავრცელეს წერილი. როდესაც დასრულდება პირადი შანტაჟი, რომელიც დაიწყო ში ომის დაწყებასთან ერთად, მაშინვე შეიცვლება ვითარება ამ კუთხითაც. ასევე, კიდევ ერთხელ შეგვძლია დავაფიქსიროთ, რომ არის ოფიციალური სტრუქტურები, არიან თანამდებობის პირები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფორმატში გაიარონ კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან. ამასთან დაკავშირებით არ არის დაბრკოლებები, ყველამ პატივი უნდა სცეს ოფიციალურ ეტიკეტს და ამის მიხედვით უნდა წარიმართოს ურთიერთობები საქართველოსა და -ს შორის,“- განაცხადა პრემიერმა.
Previous: პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ოპოზიციური პარტიებისთვის წნეხი არ არის. მათთვის წნეხი საკუთარი წარსულია

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები