ბატონი არესტოვიჩის განცხადება არასერიოზულია, მხოლოდ პრორუსულ ძალებს კვებავს – დავით ხაჯიშვილი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველის, ს განცხადებები თბილისში, დილიდან, პოლიტიკური შეფასებების თემაა.
“დასავლეთი მზადაა, ჩვენი მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს წონასწორობა და სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს – მიზანი გასაგებია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია,”- აცხადებს ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი, რომელმაც ასევე თქვა, რომ სტამბოლის სამუშაო დოკუმენტი არ იყო ცუდი. შეფასებები გაკეთდა ოპოზიციასა და მმართველ გუნდში.
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ არესტოვიჩის რიტორიკა არასწორია, რადგან ის რუსულ პროპაგანდას ეხმარება.
„ეს ადამიანი ჩაერთო ჯერ არარსებულ წინასაარჩევნო პროცესში და ამის გამო ხდება ეს განცხადებები. ის ფურცელი, რომელსაც აწერს ხელს რომელიმე ხელშეკრულებას, ის ფურცელიც კი არ ღირს იმ ხელშეკრულებად. არ შეიძლება დაიჯერო რუსეთის არც ერთი დანაპირები, ამიტომ ვფიქრობ, რომ მ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ბატონი არესტოვიჩის განცხადება არასერიოზულია, კვებავს მხოლოდ პრორუსულ ძალებს,“ – აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი დავით ხაჯიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე, როდესაც „ენჯეოშნიკების“ მეშვეობით მოაწყვეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, დღესავით ნათელია, რომ საქმე გვქონდა გააზრებულ ღალატთან და ეს ღალატი ჩადენილი იქნა გარე ძალების კარნახით

როდესაც შენ გაქვს შენი ხელით შექმნილი არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური წარმონაქმნი, რომელსაც ეწოდება სამხრეთ ოსეთი, შენ თვითონ იყენებ ისეთ სახელწოდებას, რომლის გამოყენებასაც ედავები საერთაშორისო ინსტიტუტებს, ეს ხომ პირდაპირ იყო მიმართული სწორედ ოკუპაციისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებისკენ, როგორ შეიძლება, ღალატის ეს ქრონიკა გაგრძელდეს