ბატონი ანიტას და მისი დავალების მიმცემების მარტივად გასაშიფრ გეგმებს არ უწერია განხორციელება

ბატონი ანიტას და მისი დავალების მიმცემების მარტივად გასაშიფრ გეგმებს არ უწერია განხორციელება
ბატონი ანიტას და მისი დავალების მიმცემების გეგმებს არ უწერია განხორციელება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიების მხრიდან 4 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მათი ეს გეგმა არის მარტივად გასაშიფრი.
„ეს არის ე.წ. ანიტას დავალება და ეს დავალებაც მოდის იმავე ადამიანების მხრიდან, რომლებიც სხვა რაღაცებს ალაპარაკებენ ამ ბატონს. თუმცა, მისი დავალების მიმცემებიც არიან ნატურით ზუსტად ისეთივეები, როგორიც არის ბატონი ანიტა, შესაბამისად მათ გეგმებს არ უწერია განხორციელება. არის კონკრეტული, მარტივად გასაშიფრი გეგმა, რომელიც საპნის ბუშტივით, მარტივად შეგვიძლია გავხეთქოთ და ამ გეგმას არ უწერია განხორციელება. ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია იმაზე, თუ რას გულისხმობს ბატონი ანიტა ამ ყველაფერში და ეს არის დავალება იმავე ადამიანების მხრიდან, ვინც სხვა დავალებებსაც აძლევენ მას. აქაც საუბარია ჩვენი გუნდის კონკრეტულ ყოფილ წევრებზე, რომლებსაც სინამდვილეში არავითარი თვისებრივი თავსებადობა არ ჰქონიათ ჩვენს გუნდთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა,“– განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება