ბატელი: მნიშვნელოვანია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა, საქართველო კარგი მაგალითი არაა

ჩემი აზრით, საქართველომ უნდა აირჩიოს მიმართულება: სურს შემოუერთდეს ღირებულებების, თავისუფლებებისა და უფლებების გაერთიანებას, თუ სურს, ნაკლებად დემოკრატიული გზით იაროს. ამ ეტაპზე ვხედავ მთავრობას, რომელიც სწორი მიმართულებით არ მიდის. ჩემთვის, მნიშვნელოვანია მათთან დალაპარაკება. ვიცი, აქ ამბობენ, რომ თავი უნდა ავარიდოთ მათთან ოფიციალურ შეხვედრებს, მაგრამ უნდა არსებობდეს მომენტი, რომ შევძლოთ ვუთხრათ რისი გაკეთებაა საჭირო.

საქართველოს მთავრობამ უნდა აირჩიოს მიმართულება, მაგრამ ამ ეტაპზე არასწორი გზა აქვთ არჩეული. დამიჯერეთ, უვიზო რეჟიმი ჩემთვის არ არის დიდი პრობლემა. როდესაც ხალხს აკავებ, დემონსტრანტებს არ აქვთ საშუალება თავისუფლად შეიკრობონ, ეს ვიზებზე მნიშვნელოვანია. უვიზო რეჟიმი მეორე საკითხია. ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაში არის ის, რომ უფლებები და თავისუფლებები იყოს დაცული. საქართველო ამ ეტაპზე კარგ მაგალითს არ აჩვენებს.