Mundo Deportivo-ს ცნობით, “ინტერის” 26 წლის იტალიელ მცველ ალესანდრო ბასტონის კარიერის გაგრძელება “ბარსელონაში” სურს. კატალონიელები გამოცდილი უკანახაზელით დიდი ხანია დაინტერსებულნი არიან და გუნდის მწვრთნელი ჰანსი ფლიკისთვის ბასტონის დამატება პრიორიტეტული არჩევნია.
თავად ფეხბურთელი მოითხოვს, რომ გარიგება რაც შეიძლება მალე დაიხუროს. მას “სკუადრა აძურას” მუნდიალზე ვერ გასვლისა და გულშემატკივრების კრიტიკის ფონზე, იტალიის ჩემპიონატიდან მალე აბარგება უნდა.
“ბლაუგრანა” მზაობას 55-60 მილიონი ევროს გადახდაზე გამოთქვამს, “ნერიაძური” კი, რომელსაც ალესანდროსთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, 80 მილიონს მოითხოვს.