“ბარსელონა” “ინტერის” ცენტრალური მცველის, ალესანდრო ბასტონის დამატებით ინტერესდება. “ბლაუგრანაში” გადაბარგება თავად იტალიელ ფეხბურთელსაც სურს, მეტიც, 26 წლის მოთამაშისთვის “ბარსა” ერთადერთი გუნდია, სადაც “ნერაძურის” დატოვების შემთხვევაში, კარიერის გაგრძელებას ისურვებდა.
Estadio Deportivo-ს ცნობით, “ბარსას” ამ ტრანსფერის განხორციელება გაუჭირდება, რადგან “ინტერი” ბასტონის 100 მილიონ ევროდ აფასებს.
გამოცემის ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფრები” “ასტონ ვილას” მცველის, პაუ ტორესის დამატებითაც ინტერესდებიან, რომლის ტრანსფერის განხორციელებაც შედარებით იაფი დაჯდება.
ცნობისთვის, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი ცენტრალური მცველის დამატება პირადად “ბლაუგრანას” თავკაცის, ჰანსი ფლიკის მოთხოვნაა.