განსაკუთრებით მინდა ჩემმა გურულმა, კერძოდ, ჩოხატაურელმა ფრენდებმა წაიკითხოთ, რადგან წესით ბევრი იცნობთ.
ეს არის პატრულ-ინსპექტორი თამაზ (თაზო) თავაძე (მარცხნიდან პირველი). ოქმში გაფორმებულია, როგორც ჩემი კოლეგის, ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი, კეთილშობილი და პროფესიონალი ჟურნალისტის – ალექსანდრე ქეშელაშვილის დამკავებელი პოლიციელი.
ალექსანდრე 29 ნოემბერს პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მილიციამ სასტიკად სცემა და გაძარცვა. პოლიციის განყოფილებიდან საავადმყოფოში მოხვდა, რადგან სისხლდენას ვერ უჩერებდნენ. დასჭირდა ოპერაცია ცხვირის მოტეხილობების გამო და ახლა მეორე ოპერაციაც სჭირდება. დღემდე არცერთი პოლიციელი არ დასჯილა, სანაცვლოდ ალექსანდრეს ედავებიან სამართალდარღვევას.
ახლა რაც შეეხება თამაზ თავაძეს. 25 თებერვალს მობრძანდა სასამართლოში და ამბობდა, რომ თითქოს ალექსანდრე იგინებოდა, ილანძღებოდა, ცდილობდა პოლიციის კორდონის გარღვევას(!) და უკან გადასვლას.
ამბობდა, რომ ათასობით ადამიანის ხმაში ალექსანდრეს ხმაც გამოარჩია და პირის მოძრაობაც დაინახა. თითქოს იგინებოდა. დაინახა მისი წვერიც. თუმცა ვერ დაინახა ალექსანდრეზე ძალადობა, ვერ დაინახა პრესის ნიშანი, ვერ დაინახა ორი კამერა, რომელიც ლექსოს კისერზე ეკიდა.
თავაძემ არ იცოდა, რომ ლექსოს მთელი ის დრო, აირწინაღი ეკეთა (სანამ პოლიციელები ძალით მოგლეჯდნენ), ამიტომაც ამტკიცებდა პროცესზე, რომ 10 მეტრში მისი ხმაც ესმოდა, პირის მოძრაობასაც ხედავდა და წვერსაც. ცნობისთვის, სასამართლოზე ცრუ ჩვენება სისხლის სამართლის დანაშაულია.
ეს არ იკმარა და სასამართლოდან როცა მიდიოდა, ასეთი შეკითხვა დატოვა „ცემეს რო?!“
შეფასებები თქვენთვის მომინდვია. ხვალ შეიძლება თქვენი შვილის საქმეზე გამოცხადდეს ცრუ მოწმედ.
ფოტო: მინდია გაბაძე / პუბლიკა” – წერს სოციალურ ქსელში პუბლიკის ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი.
!! ვიდეო შეიცავს ძალადობის ამსახველ კადრებს.…