ბასტიან შვაინშტაიგერი თომას მიულერის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბაიერნის” ლეგენდარული შემტევი თომას მიულერი სეზონის დასრულების შემდეგ “რეკორდმაისტერს” დატოვებს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას თომასის ყოფილი თანაგუნდელი, ბასტიან შვაინშტაიგერი გამოეხმაურა.
“ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გადაწყვეტილება თავად თომასმა მიიღო და გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც თავად მას სურს. მიულერი საკმარისად ასაკოვანი და გამოცდილია, რომ საკუთარი მომავალი სწორად დაგეგმოს. როდესაც სათამაშოდ საზღვარგარეთ წავედი, ეს პირადად ჩემი გადაწყვეტილება იყო, თუმცა კარიერის საუკეთესო მონაკვეთი მიუნხენის “ბაიერნში” გავატარე”, – განაცხადა შვაინშტაიგერმა Sport1.de-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, მიულერი მიუნხენური კლუბის ღირსებას 25-ე წელია
იცავს, იგი “ბაიერნს” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში