ბასილაშვილმა და ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს

ქართველი ჩოგბურთელები ნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით ჩაერთვნენ.
პირველმა მათგანმა საკმაოდ მარტივი გამარჯვება იზეიმა და ლეგენდარული ლეიტონ ჰიუიტის 16 წლის ვაჟი კრუზი ორ სეტში 6:1, 6:4 დაამარცხა. ნიკოლოზი ხვალ კვალიფიკაციის ნახევარფინალში ნეიტრალური დროშით მოთამაშე მსოფლიოს 197-ე ნომერ 22 წლის ალიბეკ კაჩმაზოვს დაუპირისპირდება.
კვალიფიკაციის ნახევარფინალში ითამაშებს მარიამ ბოლქვაძეც, რომელმაც პლანეტის 154-ე ნომერ 21 წლის ანტონა რუზიჩთან პირველი სეტი 3:6 დათმო, მაგრამ მომდევნო ორში ამავე ანგარიშებით იმარჯვა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.
მარიამის მომდევნო მეტოქე ხვალ
22 წლის ფრანგი მსოფლიოს 188-ე ნომერი სელენა ჯანიციევიჩი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში