საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილის შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა. მან საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ჯერ ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს სძლია, დღეს კი აშშ-ის წარმომადგენელი, მსოფლიოს 128-ე ნომერი 23 წლის ელიოტ სპიცირი ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა.
ჩვენებურის ანგარიშზე 4 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა. მან 3 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ერთხელ დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ ამ წარმატებით ბასილაშვილი LIVE რეიტინგში მსოფლიოს ტოპ 100 ჩოგბურთელში დაბრუნდა. ვინ იქნება ძირითად ბადეში მისი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.
ინფორმაციისთვის, შანხაის მასტერსი ჩოგბურთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია და საპრიზო თანხა 9,193,540$ გახლავთ.
უცნაურია – მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო
ბასილაშვილი ფორმაში შედის – ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
იყო გმირი, ახლა კი ზოგიერთი მოღალატეს უწოდებს – ჯოკოვიჩს მთავრობასთან დაპირისპირების გამო სერბეთის დატოვება მოუწია
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია – ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე – ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
ქამბექი არ შედგა – ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
ბასილაშვილი ფორმაში შედის – ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
