ბასილაშვილი ფორმაში შედის – ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ, ჩვენებურმა ჯერ ბრიტანელი ბილი ჰარისი, დღეს კი მერვედფინალში -ის წარმომადგენელი მაკენზი მაკდონალდი ორ სეტში 6-2, 7:6 დაამარცხა.
ქართველის ანგარიშზე 14 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა. მან 2 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი არ დაუკარგავს. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი მაკდონალდს კარიერაში მეხუთედ დაუპირისპირდა და პირველად დაამარცხა.
ბასილაშვილმა ATP-ის LIVE რეიტინგში წინ უკვე წაიწია და მომდევნო კვირიდან 114-ე ადგილის ნაცვლად მინიმუმ 104-ე პოზიციაზე იქნება. თუ ის ტურნირის შემდეგ ფაზასაც დაძლევს და საერთოდ შეჯიბრს მოიგებს, მსოფლიოს 70 საუკეთესო ჩოგბურთელში შესვლა შეეძლება.
მეოთხედფინალში ნიკოლოზის მეტოქე იტალიელ ლორენცო მუსეტისა და ხორვატ დინო პრიზმიჩს შორის უკეთესი იქნება. შეხვედრა ხვალ გაიმართება.
იყო გმირი, ახლა კი ზოგიერთი მოღალატეს უწოდებს – ჯოკოვიჩს მთავრობასთან დაპირისპირების გამო სერბეთის დატოვება მოუწია
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა და მეორე ჯგუფში დარჩა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია – ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე – ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
ქამბექი არ შედგა – ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში – ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა