ბასილაშვილი კვალიფიკაციის ფინალში გავიდა, ბოლქვაძე დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეს კიდევ 1 ნაბიჯით მიუახლოვდა.
საქართველოს პირველმა ჩოგანმა დღეს, 8 იანვრის გამთენიისას რუსი ალიბეკ კაჩმაზოვი 2 სეტში 7:5 6:4 დაამარცხა და კვალიფიკაციის ფინალში გავიდა.
ცუდად დაწყებული პირველი 3 გეიმის შემდეგ, ნიკამ თამაში დაასტაბილურა, მე-11 გეიმში მეტოქის ჩაწოდება მოიგო და სეტიც თავის სასიკეთოდ დაასრულა, მეორე სეტში კი მე-3 გეიმში შესრულებული ბრეიკის შემდეგ მატჩის სადავეებიც ხელიდან აღარ გაუშვა.
ნიკას მოწინააღმდეგე ფინალში იტალიელი ფრანჩესკო პასარო იქნება, ძირითადი ბადისთვის დაპირისპირება ხვალ, 9 იანვარს, 07:00 საათზე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში