ავსტრალიის ღია პირველობის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პერუელ გონსალო ბუენასთან 1:6 6:7 (5:7) დამარცხდა და წლის პირველ დიდ სლემს გამოეთიშა.
ნიკამ პირველი სეტი უშანსოდ, 22 წუთში წააგო, იყო უამრავი შეცდომა პირველ ჩაწოდებაზე… მეორე სეტში თითქოს და ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალა, როცა მე-8 გეიმში ქართველმა ბრეიკი შეასრულა და სეტზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა, თუმცა პერუელმა უკუბრეიკი შეასრულა… ტაი-ბრეიკზე კი 3:6 დაწინაურდა და ნიკამ სხვაობა ვეღარ აღმოფხვრა.
ავსტრალიის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. ძირითად ბადი ბადის საგზურის მოსაპოვებლად ეკატერინე გორგოძე ხვალ, 13 იანვარს, მასპინძელ სტორმ ჰანტერს შეხვდება.
· ბიძინიუსი ერთ-ორ კაპიკს აქაც გააკეთებდა. ამის ჩოგბურთი მაშინ დამთავრდა, როცა ოცეულიდან ამოვარდა. ეხლა სიამოვნებისთვის თუღა გამოვა ტურნირებზე. არქში გააკეთებს ინვესტირებას და იცხოვრებს ტკბილად და უზრუნველად.




