ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება – ნიკოლოზი ინდიან უელსის ძირითად ბადეში გავიდა და მისი მეტოქე ცნობილია

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და ძირითად ბადეში გავიდა.
ჩვენებურმა იაპონელ იასუტაკა უჩიამას სამ სეტში 6:4, 3:6, 6:3 სძლია. ნიკოლოზის ანგარიშზე 3 ეისი და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა. მან სამი ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ორჯერ დაკარგა.
ძირითადი ბადის პირველი წრის შეხვედრაში ბასილაშვილის მეტოქე -ის წარმომადგენელი, მსოფლიოს 48-ე ნომერი 31 წლის მარკოს ხირონი იქნება.
ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს არასდროს დაპირისპირებიან. თუ ქართველმა კორტების მასპინძლის ბარიერი დაძლია, მეორე წრეში მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერს ნორვეგიელ
კასპერ რუუდს შეხვდება.
ბასილაშვილისა და ხირონის შეხვედრა 6 მარტს გვიან ღამითაა ჩანიშნული.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში