ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისის ნაკრებმა ესპანეთი პენალტების სერიაში 3:1 დაამარცხა და კონტინეტის პირველობის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. თანამემამულეთა წარმატებას „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ნახევარმცველი ჯოუი ბარტონი ისევ ირონიულად გამოეხმაურა.
„ყოჩაღ, რომ მოიგეთ უაზრო თიხის თასი. პენალტები კვლავ სირცხვილის ზღვარზე იყო. მეტად არასოდეს მოითხოვოთ შრომის თანაბარი ანაზღაურება. თქვენ ამისგან ძალიან შორს ხართ“, – წერს ბარტონი თავის „ტვიტერზე“.
ადრე ჯოუიმ ქალთა ფეხბურთს ფსიქოლოგიური დაავადება უწოდა და თქვა, რომ ინგლისის ეროვნული გუნდის მეკარეს მერი ერპსს (პსჟ) ასიდან ას თერთმეტმეტრიანს გაუტანს, თანაც მარცხენა ფეხით.
ოსიმენი საბოლოოდ გადავიდა “გალათასარაიში” – ოფიციალური გამოცხადებაღა დარჩა
ბარტონს მიაჩნია, რომ მსჯებად ყოფილი ფეხბურთელები უნდა მუშაობდნენ
ინგლისელმა მწვრთნელმა ნამატჩევს თანაშემწეს კბილები ჩამოუმტვრია
ჯოუი ბარტონი: ნეიმარი ფეხბურთის კიმ კარდაშიანია
ბარტონი: ჩემი ავტობიოგრაფიული წიგნი ბიბლიაზე უფრო გაყიდვადი იქნება
ჯოუი ბარტონი: “ოლდ ტრაფორდი” ტურისტული ცენტრია
ჯოი ბარტონმა მეტოქე გუნდის მწვრთნელს კბილები ჩაუმტვრია
