დღეს სოციალური ქსელი რობერტ ლევანდოვსკის მეუღლის ანას განცხადებამ მოიცვა, სადაც ის ელ კლასიკომდე TV3-სთან საუბარში ამბობდა, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალში “ბარსელონა” 3:1 გაიმარჯვებდა, მისი მეუღლე კი დუბლს შეასრულებდა.
მოგეხსენებათ, “რეალმა” “ბლაუგრანა” 4:1 გაანადუგრა, პოლონელმა კი “სამეფო გუნდს” ულამაზესი გოლი გაუტანა.
ლევანდოვსკის წელს არც თუ ისე კარგი სეზონი აქვს. ჯამში მან 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 12 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.