ბარსელონა 2026 წლის ევროპის საშობაო დედაქალაქად დასახელდა

ბარსელონა (ესპანეთი) მომავალ წელს ევროპის საშობაო დედაქალაქი გახდება – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ქალაქმა ჯილდო საშობაო ატმოსფეროსთვის მიიღო, რომელიც გამდიდრებულია შობასთან დაკავშირებული საუკუნოვანი ისტორიით, ხელოვნებით, ტრადიციებითა და დღემდე არსებული ადგილობრივი წეს-ჩვეულებებით.
მაგალითად, აგინალდოს ტრადიციისას სადღესასწაულოდ ჩაცმული ბავშვები და ახალგაზრდები სახლიდან სახლში დადიან, მღერიან საგალობლებს და ბედნიერებას უსურვებენ პატარა საჩუქრების, ტკბილეულის ან მონეტების სანაცვლოდ. ამ ჩვეულების ფესვები რომაული სატურნალიების ეპოქაში იღებს სათავეს, რომელიც სოფლის მეურნეობის ღმერთის, სატურნის პატივსაცემად იმართებოდა.