34 წლის მეკარე ვოიცეხ შესნი, რომელმაც თამაშს თავი აგვისტოში დაანება, კარიერას განაახლებს და “ბარსელონაში” ტრავმირებულ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს შეცვლის, – ამის შესახებ კატალონიური “სპორტი” იტყობინება.
“ბარსელონა” თავისუფალ აგენტად მყოფ პოლონელს კონტრაქტს ზაფხულამდე გაუფორმებს.
“ბარსელონა” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ძალიან ვაფასებ. მესმის ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ როგორ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა კლუბი და ვფიქრობ, ჩემი მხრიდან დიდი უპატივცემულობა იქნებოდა, ეს ვარიანტი არ განმეხილა”, – განაცხადა შესნიმ.