ბარსელონა საბინაო დეფიციტის გამო ტურისტებზე ბინების გაქირავებას აკრძალავს

ბარსელონას მერია საბინაო დეფიციტის შევსებას ტურისტებზე ბინების გაქირავების აკრძალვით აპირებს. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ჟაუმე კოლბონიმ განაცხადა, რასაც Bild ავრცელებს.
შეზღუდვის მიზანია, ახალგაზრდებსა და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებს ქალაქში ცხოვრების საშუალება მიეცეთ, რადგან ბარსელონაში ადგილობრივებისთვის საცხოვრებლის დაქირავება სულ უფრო რთული ხდება. ქალაქში ყოველწლიურად, დაახლოებით, 7 მლნ ტურისტი ჩადის, რომელთა უმეტესობაც ნაქირავებ ბინებში ჩერდება.
„2029 წლიდან ბარსელონაში დამსვენებლების განსახელბის ბინები იმ სახით აღარ იქნება, როგორც მათ დღეს ვიცნობთ. ეს საშუალებას მოგვცემს, ადგილობრივებისთვის 10 ათასი დასასვენებელი ბინა გასაქირავებელ ან გასაყიდ ბაზარზრე გავიტანოთ,” – აცხადებს მერი.
მხოლოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბარსელონაში საცხოვრებლის ქირა 70%-ით, ხოლო ბინების შესასყიდი ფასი, დაახლოებით, 40%-ით გაიზარდა.
„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ახალგაზრდებმა, რომლებსაც მშობლების სახლის დატოვება სურთ, იძულებული გახდნენ, ბარსელონა დატოვნონ,“ – ამბობს კოლბონი.
ცნობისთვის: ესპანელები ტურისტებს ფასების ზრდაში, გარემოს დაბინძურებაში, საცობებსა და კიდევ იმაში ადანაშაულებენ, რომ ისინი ადგილობრივ მოსახლეობას ხელმისაწვდომი საცხოვრებლის პოვნაში ხელს უშლიან.
bpn.ge