“ბარსელონა” რაფინიას 6-წლიან კონტრაქტს სთავაზობს – ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება

“ბარსელონამ” რაფინიას ხელშეკრულების 6-წლით გახანგრძლივება შესთავაზა, ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კლუბსა და ბრაზილიელს შორის მოლაპარაკებები ჯერ ახლახანს დაიწყო, თუმცა შეთანხმების მიღწევა და თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარეს სურს.
გამოცემის ინფორმაციით, თუ რაფინია ახალ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს, მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.
ცნობისთვის, ბრაზილიელმა შემტევმა რამდენიმე თვის წინ საუდის არაბეთში გადასვლაზე უარი განაცხადა. მიმდინარე სეზონში რაფინიამ “ბლაუგრანას” მაისურით ყველა ტურნირზე 39 მატჩი გამართა, თავი კი 24 გატანილი გოლითა და 18 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში