“ბარსელონა” რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს

რამდენიმე დღის წინ, “ბარსელონას” ერთ-ერთმა ლიდერმა რაფინიამ ბრაზილიისა და საფრანგეთის ნაკრებების ამხანაგურ მატჩში ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც მინიმუმ 5 კვირას გამოტოვებს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, რადგან რაფინია ნაკრებში თამაშისას დაშავდა, FIFA “ბარსელონას” კომპენსაციის სახით დაახლოებით 144 000 ევროს გადაუხდის.
“ბარსელონა” რაფინიას შემდეგ მატჩებში მოისაკლისებს: “ატლეტიკო”, “ატლეტიკო” (ჩემპიონთა ლიგა), “ესპანიოლი”, “ატლეტიკო” (ჩემპიონთა ლიგა), “სელტა”, “ხეტაფე”, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალი, “ოსასუნა”.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში რაფინიამ “ბლაუგრანას” მაისურით 31 მატჩში 19 გოლის გატანა მოახერხა.