“ბარსელონა” ნიკო უილიამსის შეძენას შეეცდება

“ბარსელონა” ბილბაოს “ატლეტიკის” შემტევის, ნიკო უილიამსის შეძენას შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას Diario sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ბასკური კლუბი ახალგაზრდა გარემარბის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს.
გამოცემის ინფორმაციით, “ბლაუგრანას” უილიამსის სატრანსფერო თანხის გადახდა ნაწილ-ნაწილ სურს. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა “ატლეტიკი” გადახდის ამგვარ სტრუქტურას.
უილიამსმა გასულ სეზონში “ატლეტიკის” მაისურით 31 მატჩი ჩაატარა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 11 შედეგიანი პასით გამოიჩინა.