“ბარსელონა” კუნდეს კონტრაქტის გახანგლძრივებაზე შეუთანხმდა

Sport.es-ის ცნობით, “ბარსელონა” კლუბის 26 წლის მცველ ჟიულ კუნდეს კონტრაქტის გახანგლძრივებაზე შეუთანხმდა.
მოქმედი შრომითი ხელშეკრულებით ფრანგი “ბლაუგრანას” რიგებში 2027 წლამდე უნდა დარჩეს, მაგრამ კონტრაქტი 3 წლით, 2030 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება და ფეხბურთელი გაზრდილ გასამრჯელოსაც მიიღებს.
მიმდინარე სეზონში კუნდემ ყველა ტურნირზე 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში