“ბარსელონა” კვარაცხელიას “ნაპოლისთან” დაპირისპირებაში დააკვირდება – ესპანური პრესა შესაძლო ტრანსფერზე

ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ “ბარსელონა” “ნაპოლიდან” ს გადაბირებიითა დაინტერესებული.
ჟურნალისტ როჯერ ტორელოს ინფორმაციით, ქართველი შემტევის თავის რიგებში ხილვით “ჩელსი” და მანჩესტერ “სიტიც” ინტერესდებიან. “ბლაუგრანას” პრიორიტეტი დაცვისა და ნახევარდაცვის გაძლიერება იქნება, მაგრამ თუ სიტუაცია და საშუალება მიეცემათ, ხვიჩას ტრანსფერზეც იფიქრებენ.
Mundo Deportivo აღნიშნავს, რომ “ბარსელონას” წარმომადგენლები კვარაცხელიას “ნაპოლისთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩებშიც დააკვირდებიან.
ამავე წყაროს ცნობით, ჩვენებურის სატრანსფერო ღირებულებად დაახლოებით 80 მილიონი ევრო სახელდება.