ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების დროს 8 ადამიანი დააკავეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაშავებულია 20 პოლიციელი.
პოლიციის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაში 70 000 ადამიანი მონაწილეობდა.
საპროტესტო აქციები მადრიდის გარდა ესპანეთის სხვა ქალაქებშიც, ასევე რომსა და ლისაბონშიც გაიმართა. პროტესტი ისრაელის მიერ ჰამას-სუმუდის ფლოტილიის რამდენიმე გემის დაკავებას მოჰყვა, რომლებიც ბარსელონიდან გავიდნენ და ბლოკადის გარღვევას ცდილობდნენ.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა ესპანურ ტელევიზიას RTVE-ს განუცხადა, რომ ისრაელის ძალების მიერ ჰუმანიტარული ფლოტილიაზე დაკავებული 49 ესპანელიდან 21 თელ-ავივიდან ესპანეთში დღეს დაბრუნდება.
