“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ბრაიტვაითი “ბლაუგრანას” საძულველი მეტოქე კლუბის ყიდვას გეგმავს

Marca-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” ყოფილი შემტევი მარტინ ბრაიტვაითი “ბლაუგრანას” საძულველი მეტოქის, ასევე კატალონიური “ესპანიოლის” ყიდვას გეგმავს, რომელიც ლა ლიგას ახლახანს დაუბრუნდა.
დანიელმა “ნოუ კამპიდან” სწორედ მეორე კატალონიურ გუნდს მიაშურა და იქ 2 სეზონი დაჰყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარტინს 2023 წელს ისეთი კონტრაქტი შესთავაზეც, რაც მან შეურაცხყოფად მიიღო. ახლა ის ბრაზილიური “გრემიოს” წევრია.
ბრაიტვაითი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ფეხბურთელად ითვლება. 2017 წელს მან ბიძასთან ერთად NYCE Companies-ში აქციები ჩადო და უძრავი ქონების საქმეში საკმაოდ წარმატებული პიროვნებაცაა.
“ესპანიოლი” ეკუთვნის ჩინელ ბიზნესმენ ჩენ იანშენგს და
მართავს Rastar Group, მაგრამ გულშემატკივრები ძალიან ხმამაღლა აკრიტიკებენ კლუბის ხელმძღვანელობას, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ლა ლიგიდან ორჯერ დაქვეითდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში