“ბარსელონას” ქამბექი – ფლიკის გუნდმა “რეალთან” სხვაობა შეამცირა

ლა ლიგის მე-6 ტურის დასკვნით შეხვედრასი “ბარსელონა” “რეალ ოვიედოს” ესტუმრა და 3:1 დაამარცხა.
პირველ ტაიმში მასპინძლებმა ჟოან გარსიას შეცდომით ისარგებლეს და ალბერტო რეინას შორეული გოლით დაწინაურდნენ. მეორე ნახევარში კი ყველაფერი შეიცვალა, ჯერ ერიკ გარსიამ 56-ე წუთზე გაიტანა, 70-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ლევანდოვსკიმ კატალონიელები დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი 88-ე წუთზე რონალდ არაუხომ დასვა.
ამრიგად, 6 ტურის შემდეგ “ბლაუგრანა” 16 ქულით მეორე ადგილზეა და მადრიდის “რეალს” 2 ქულით ჩამორჩება. ფლიკის შეგირდები მომდევნო მატჩს 29 სექტემბერს, “რეალ სოსიედადთან” გამართავენ.
“რეალ ოვიედო” 3 ქულით 18 პოზიციაზე იმყოფება, იმავე რიცხვში კი “ვალენსიას” ესტუმრება.
სერხიო ბუსკეტსმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა