“ბარსელონას” ფინანსებით მსგავსი ტრანსფერი შესაძლებელია? – დეკო ჰოლანის აგენტს შეხვდა

ჟურნალისტი კარლოს მონფროსტი ავრცელებს ცნობას, რომ “ბარსელონას” სპორტული დირექტორი დეკო ერლინგ ჰოლანის აგენტს შეხვდა.
მხარეებმა ერთად ისადილეს და მონფროსტმა სოციალურ ქსელში კადრები გაავრცელა.
ცნობილია, რომ “ბლაუგრანას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ნორვეგიელის ტრანსფერზე ოცნებობს, თუმცა კატალონიელებს თავისი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, “სიტისთვის” საჭირო თანხის გადახდა გაუჭირდებათ.
ჰოლანს მანჩესტერელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მის სატრანსფერო ღირებულებად 180 მილიონი ევრო სახელდება.