“ბარსელონას” ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ “ატლეტიკოსთან” 3:0 გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
პოლონელი ფეხბურთელის თქმით, “ბლაუგრანას” უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია.
“შესანიშნავად ვითამაშეთ, და მოხარული ვარ, რომ გოლის გატანა და ორი საგოლე პასის შესრულება მოვახერხე. თუმცა უკეთესი იქნებოდა, თუ უფრო მარტივად ვითამაშებდით.
გასულ კვირებში საწვრთნელი პროცესი შეიცვალა და ვარჯიშები უფრო ინტენსიური გახდა. ფიზიკურად თავს იდეალურად ვგრძნობ.
ახლა შემდეგი ნაბიჯის დროა, გამარჯვებები უნდა გავაგრძელოთ და უკეთესად ვითამაშოთ, უდიდესი პოტენციალი გაგვაჩნია და ყველას გვესმის, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შეგვიძლია”, – განაცხადა ლევანდოვსკიმ.
შეგახსენებთ, “ბარსელონა” ლა ლიგის
სატურნირო ცხრილში 64 ქულით მეორე ადგილს იკავებს და პირველადგილოსან “რეალს” 8 ქულით ჩამორჩება.