“ბარსელონას” პედრი დაუბრუნდა

“ბარსელონას” ნახევარმცველმა პედრიმ ბარძაყის კუნთის ტრავმა მოიშუშა და “ბლაუგრანას” “პარი სენ ჟერმენთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველივე შეხვედრაში დაეხმარება.
Diario Sport-ის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ლა ლიგის 30-ე ტურში “ლას პალმასის” წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს, რადგან ჯერჯერობით ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
შეგახსენებთ, პედრის 3 მარტის შემდეგ არ უთამაშია. ესპანელმა ტრავმა ბილბაოს “ატლეტიკთან” მატჩში მიიღო.