“ბარსელონას” ყოფილმა და “პარი სენ ჟერმენის” ამჟამინდელმა თავკაცმა ლუის ენრიკემ Movistar-თან ინტერვიუში ჩავი ერნანდესი გააკრიტიკა, რომელიც “ბლაუგრანას” 2021/2024 წლების სეზონში წვრთნიდა.
ენრიკეს თქმით, ჩავის მწვრთნელობის დროს “ბარსელონამ” საკუთარი დნმ-ი დაკარგა.
“ბარსელონამ” ხავის ხელმძღვანელობით საკუთარი დნმ-ი დაკარგა. ისინი ბურთს ვერ ფლობდნენ და ვერც დომინანტურ ფეხბურთს თამაშობდნენ.
ასეთი რამ “ბლაუგრანაში” რომ ჩემი მუშაობის პერიოდში მომხდარიყო, კრიტიკის ქარცეცხლში გამატარებდნენ. თუ უბრალოდ ნეიტრალური გულშემატკივარი ხარ, მარტივად შეამჩნევ, რომ იგი “ბარსელონას” “ეიბარის” დონეზე ათამაშებდა.
გასულ სეზონში კლუბიდან დამიკავშირდნენ და “ბარსას” მეორედ გაწვრთნა შემომთავაზეს, მე კითხვა
დავსვი – “მაინც გაათავისუფლებთ ხავის თუ ლა ლიგას მოიგებს?” მათგან პასუხი ნათელი იყო. წინადადებას რომ დავთანხმებოდი, დღეს კვლავ “ბარსელონას” მწვრთნელი ვიქნებოდი”, – განაცხადა ენრიკემ.