“ბარსელონას” ახალი მწვრთნელი, სავარაუდოდ, რობერტო დე ძერბი გახდება

Mundo Deportivo-ს ცნობით, დიდია ალბათობა იმისა, რომ “ბარსელონას” თავკაცი მომავალი სეზონიდან “ბრაიტონის” ამჟამინდელი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი გახდეს.
იტალიელი სპეციალისტის კანდიდატურა “ბლაუგრანას” პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას და სპორტულ დირექტორ დეკუს ძალიან მოსწონთ.
მოგეხსენებათ, კატალონიელთა ამჟამინდელი დამრიგებელი ხავი მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს და ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურია.
ერთადერთი პირობა, რამაც შესაძლოა დე ძერბის დანიშვნას ხელი შეუშალოს, ფინანსური საკითხია. იტალიელის საკუთარ გუნდში ხილვით “ლივერპულიც” ინტერესდება, მაგრამ “მერსისაიდელთა” პრიორიტეტი მაინც ხაბი ალონსოა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში