„ბარსელონასთან“ დაახლოებული წყარო ადასტურებს, რომ კვარაცხელიასთან მოლაპარაკება დაწყებულია – SKY sport Italia

ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა და „ნაპოლი“ ამ დრომდე ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ, ქართველი თავადმსხმელის აგენტებმა კი „ბარსელონასთან“ მოლაპარაკება დაიწყეს – ინფორმაციას SKY sport Italia ავრცელებს.
ევროპის ერთ-ერთი გრანდის, „ბარსელონას“ ყურადღების ცენტრში მოექცა. კატალონიელები ქართველი გარემარბით არიან დაინტერესებულნი, რომელიც „ნაპოლის“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერაც ვერ შეუთანხმდა. „ბარსელონა“ ფლანგის მოთამაშეებს ეძებს, ლა ლიგის კლუბისთვის, კვარაცხელიას გარდა, რაფაელ ლეაოც ერთ-ერთი სასურველი კანდიდატია. კვარაცხელიას კონტრაქტის გარშემო შექმნილი სიტუაცია ჯერჯერობით ბუნდოვანია – ქართველის გარემოცვა და პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვლავ ვერ თანხმდებიან. ვნახოთ, რა შეიძლება მოხდეს“ – წერს SKY sport Italia.
SKY sport Italia-ს გარდა, კვარაცხელიას აგენტებისა და „ბარსელონას“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა ესპანურმა გაზეთმა, Sport-მაც გაავრცელა, რომელიც „ბარსელონასთან“ დაახლოებული გამოცემაა და როდესაც ის კლუბის ამბებზე წერს, ამაში ყოველთვის გარკვეული სიმართლეა, ეს კი იმის დასტურია, რომ მოლაპარაკება მკვდარი წერტილიდან დაიძრა.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…