კატალონიური “სპორტის” ცნობით, “ბარსელონამ” ვიტორ როკე “ევერტონს” 25+3 მილიონ ევროდ არ მიჰყიდა. “ბარსა” 19 წლის თავდამსხმელში 30-35 მილიონს ითხოვს. კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.
“ბარსელონა” მომავალ სეზონში ვიტორ როკეზე იმედებს არ ამყარებს და მისი გაყიდვა ან იჯარით გაშვება უნდა. ვიტორ როკეს სამსახურით აგრეთვე “ალ ჰილალი” და “ბორნმუთი” არიან დაინტერეშებული, თავად კი კარიერის პრემიერლიგაში გაგრძელება სურს და ამიტომ საუდის არაბეთის კლუბი უარით გაისტუმრა.
აღნიშნულია, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელის გაყიდვა ურჩევნია, ვინაიდან წარუმატებელი იჯარის შემთხვევაში, შეიძლება მისი ფასი დაეცეს.