“ბარსელონამ” შესაძლოა, 35 წლის ივან პერიშიჩი დაიმატოს

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონა” 35 წლის ხორვატი ნახევარმცველის ივან პერიშიჩის დამატებას აპირებს.
ვეტერანი ფეხბურთელი ამჟამად სამშობლოში “ჰაიდუკის” რიგებში ირიცხება. ის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ დისციპლინის დარღვევის გამო ვარჯიშიდან მოკვეთა და სავარაუდოდ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტსაც გაუწყვეტენ.
პერეშიჩი “ბლაუგრანას” სავარაუდოდ, უფასოდ მიაშურებს და მისი დამატება “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ჰანსი ფლიკის ინიციატივა ყოფილა. ის ხორვატ ფეხბურთელს მიუნხენის “ბაიერნში” ავარჯიშებდა.