“ბარსელონამ” “ატლეტიკო” მადრიდში უშანსოდ დაამარცხა

ლა ლიგის 29-ე ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „ატლეტიკოს“ 3:0 სძლია.
ლევანდოვსკიმ გოლი გიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
– „ბარსამ“ „ატლეტიკოს“ ზედიზედ 5 მატჩი მოუგო – 4 მშრალი ანგარიშით.
– რაც ხავიმ ზაფხულში გუნდის დატოვების გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადა, მისმა შეგირდებმა ყველა ტურნირზე 7 შეხვედრა მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს.
– ამით შეწყდა ჩემპიონატზე „ატლეტიკოს“ სახლში 25-მატჩიანი წაუგებელი სერია.
„ბარსელონა“ 64 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „რეალს“ 8 ქულით ჩამორჩება და 31 მარტს „ლას-პალმასს“ უმასპინძლებს.
ატლეტიკო – ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 ფელიქსი
(38), 0:2 ლევანდოვსკი (47), 0:3 ფერმინი (65)
გაძევება: მოლინა (90+2, ატლეტიკო)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში