“ბარსელონამ” “ატლეტიკოს” ფელიქსის გოლით სძლია

ლა ლიგის მეთხუთმეტე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „ატლეტიკო“ 1:0 დაამარცხა.
გოლი „ატლეტიკოსგან“ იჯარით აყვანილმა ჟოაო ფელიქსმა გაიტანა.
„ბარსელონა“ 34 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერებს „რეალსა“ და „ჟირონას“ 4 ქულით ჩამორჩება და 11 დეკემბერს „ჟირონას“ უმასპინძლებს.
„ატლეტიკოს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 31 ქულით მეოთხე ადგილზეა და 10 დეკემბერს „ალმერიას“ მიიღებს.
ბარსელონა – ატლეტიკო 1:0
გოლი: ფელიქსი (28)