“ბარსა” კვარაცხელიასთვის ცდუნებაა – მისით კიდევ ორი კლუბია დაინტერესებული” – იტალიური მედია

Get Football News Italy Il Mattino-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ “ნაპოლის” გარემარბ თი “ბარსელონას” გარდა კიდევ ორი კლუბია დაინტერესებული:
“როგორც Il Mattino წერს, “ნაპოლი” კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელებას განიხილავდა, მაგრამ მოლაპარაკებებისას პრობლემები წარმოიშვა, ვინაიდან ფეხბურთელის გარემოცვა ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას მოითხოვს – ვიქტორ ოსიმენის დონემდე.
ამის ფონზე ხვიჩასადმი ინტერესს “ბარსელონა” გამოხატავს. მისთვის ბრძოლაში აგრეთვე “ჩელსი” და პსჟ მონაწილეობენ, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესი კატალონიელებისგან ზაფხულის შემდეგ მომდინარეობს, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა.
“ბარსას” კვარაცხელიათი უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია და ეს არაა დაკავშირებული “ნაპოლისთან” ჩემპიონთა ლიგის
მომავალ 1/8-ფინალურ მატჩებთან”.
აღნიშნულ თემას ფართოდ ეხმაურება იტალიური მედია. Spazionapoli აღნიშნავს, რომ ეს “კვარასთვის” ცდუნებაა, ევროპაში ყველამ იცის, რასაც წარმოადგენს, თუ კარგ პირობებს შეუქმნიან, შეუძლია ბალანსი შეცვალოს და თამაშის ბედი გადწყვიტოს, რაც კარგად იციან “ბარსელონაში” და მომავალ შეხვედრებში განსაკუთრებულად დააკვირდებიან.