“ბარსამ” მაგარი მატჩი მოიგო და ევროლიგაზე მესამე ადგილზე გადავიდა

ევროლიგის მე-15 ტურში “ბარსელონამ” “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლა და 98:85 დაამარცხა.
კატალონიელთა მხრიდან თორნიკე შენგელიამ მოედანზე 29 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 14 ქულით (3/4 საჯარიმო, 4/8 ორქულიანი, 1/2 სამქულიანი), 6 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
საუკეთესო ვილი კლაიბერნი გახლდათ. ვეტერანმა 28 ქულა (7/10 სამქულიანი), 3 მოხსნა, ამდენივე ჩაჭრა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.
კევინ პანტერის ანგარიშზე კი 24 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 3-იც ჩაჭრა გახლდათ.
ბერძნების მხრიდან საშა ვეზენკოვმა 22, ხოლო ტროი დორსიმ 19 ქულა ჩააგდეს.
ამრიგად, 10 მოგებითა და 5 წაგებით “ბარსელონა” ცხრილში მე-3 პოზიიას იკავებს, მომდევნო შეხვედრას ჯერ 14 დეკემბერს, “მანრესასთან” (ესპანურ ლიგაში), ხოლო 17 დეკემბერს უკვე “პარიზთან” ჩაატარებს.
თავის მხრივ, “ოლიმპიაკოსს” 8 გამარჯვება და 6 მარცხი აქვს, რითაც მე-10 ადგილზე იმყოფება, 16 დეკემბერს კი “ვალენსიას” უმასპინძლებს.
“მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, გარიგება სწრაფად შედგა” – შენგელიას “ბარსელონას” ახალი მწვრთნელი ჰყავს
გამოცდილება, რომელიც ტვირთად იქცა – ბარსელონას სირთულეები სეზონის დასაწყისში
“ბარსელონამ” მწვრთნელი გაათავისუფლა – პასკუალის დაბრუნება?
თორნიკე შენგელიამ თავის ყოფილ გუნდს 10 ქულა ჩაუგდო – “ბარსელონამ” გაიმარჯვა
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება – ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
შენგელიას 14 ქულა “გრან კანარიასთან” და MVP-ს ტიტული
[VIDEO] შენგელია ნაკრებში გამარჯვებით მოდის – კაპიტანმა “ლიონს” 15 ქულა ჩაუგდო და მალე საქართველოში გამოფრინდება
შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია მატჩის დღეს ბარსელონიდან გამოფრინდება და საქართველოს ნაკრებს დაეხმარება